2 წლის და 6 თვის წინ

გადატვირთული თვე - როგორია "რეალის" იანვრის თვის კალენდარი

ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მადრიდის "რეალი" პირველ მატჩს რამდენიმე დღეში ჩაატარებს.
"სამეფო გუნდის" მეტოქე "ვალიადოლიდი" იქნება და შეხვედრა 31 დეკემბერს, 00:30 საათზე გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ "თეთრებს" ამ თამაშის შემდეგ ძალიან გადატვირთული თვე ელით.
იმ შემთხვევაში, თუ მადრიდელებმა ესპანეთის სუპერთასსა და კოპა დელ რეიზე მომდევნო ეტაპზე გასვლა მოახერხეს, მათ იანვარში 8 თამაშის ჩატარება მოუწევთ.
"ბლანკოსის" მომდევნო თვის კალენდარი ასეთია:
- "კასენერო" VS "რეალი" - კოპა დელ რეის 1/16 ფინალი (3 იანვარი)
- "ვილიარეალი" VS "რეალი" - ლა ლიგა (7 იანვარი)
- "რეალი" VS "ვალენსია" - ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალი (11 იანვარი)
- *ესპანეთის სუპერთასის ფინალი (15 იანვარი)
- *კოპა დელ რეის 1/8 ფინალი (18 იანვარი)
- "ბილბაო" VS "რეალი" - ლა ლიგა (22 იანვარი)
- *კოპა დელ რეის 1/4 ფინალი (25 იანვარი)
- "რეალი" VS "სოსიედადი" - ლა ლიგა (29 იანვარი)
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
4 კვირის და 1 დღის წინ

კვარამ რონალდუ არ დაივიწყა - რა გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ
1 თვის წინ

“მადრიდის რეალის მსგავსი არაფერია” - კარლო ანჩელოტი
1 თვის წინ

რატომ არ გამოიძახა ენდრიკი კარლომ ნაკრებში - ანჩელოტის პასუხი
1 თვის წინ

ცნობილია, სად გააგრძელბს კრიშტიანუ რონალდუ კარიერას