2 წლის და 1 თვის წინ

გაბრაზებული ალ ხელაიფი "რეალზე" შურისძიებას გეგმავს - რას აპირებს "პსჟ"-ს ბოსი

ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, დღის მთავარი განსახილველი საკითხი კილიან მბაპეს "პარი სენ-ჟერმენიდან" შესაძლო წასვლაა.
ფრანგმა ვარსკვლავმა "პარი სენ-ჟერმენის" ხელმძღვანელობას წერილით მიმართა, რომ იგი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს. ამან კი პარიზელები ძალიან გააბრაზა.
როგორც იწერება, ამ მომენტისთვის მბაპეს ორი არჩევანი აქვს. ან გაახანგრძლივებს კონტრაქტს, ან იგი გუნდიდან წავა.
თუ ეს მოხდა, უდიდესი ალბათობაა იმისა, რომ მისი მომდევნო კლუბი მადრიდის "რეალი" იყოს, თუმცა ეს პარიზელთა უფროსობას არაფრის დიდებით არ სურთ.
Defensa Central-ის ცნობით, ალ ხელაიფს გეგმაც აქვს, თუ როგორ უნდა იძიოს შური "ბლანკოსზე". კერძოდ, იგი ვინისიუს ჟუნიორის დამატებას ეცდება,
რაც ბუნებრივია, ფაქტობრივად შეუძლებელია, რადგან ვინი გუნდის ლიდერი და ახალი შვიდიანია.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 თვის და 2 კვირის წინ

კვარამ რონალდუ არ დაივიწყა - რა გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ
1 თვის და 3 კვირის წინ

“მადრიდის რეალის მსგავსი არაფერია” - კარლო ანჩელოტი
1 თვის და 3 კვირის წინ

რატომ არ გამოიძახა ენდრიკი კარლომ ნაკრებში - ანჩელოტის პასუხი
1 თვის და 3 კვირის წინ

ცნობილია, სად გააგრძელბს კრიშტიანუ რონალდუ კარიერას