3 წლის წინ
ეს ვარიანტი ზიზუს მოსწონს - ვის გაწრთვნას განიხილავს ფრანგი
ეს ვარიანტი ზიზუს მოსწონს - ვის გაწრთვნას განიხილავს ფრანგი
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, იწერებოდა, რომ მადრიდის "რეალის" ყოფილი მთავარი მწრთვნელი ზინედინ ზიდანი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს ჩაიბარებდა.

თუმცა, როგორც ახლა არის ცნობილი, დიდიე დეშამი ნაკრების დატოვებას ჯერ კიდევ არ აპირებს და იგი სავარაუდოდ გუნდს ევროპის ჩემპიონატზეც უხელმძღვანელებს.

სწორედ ამიტომ, ზიზუს მომავალთან დაკავშირებით მედიაში ახალი ცნობები გავრცელდა.

გამოცემა "L'ÉQUIPE"-ის ინფორმაციით, ფრანგ ლეგენდას ბრაზილიის ეროვნული ნაკრების გაწრთვნის იდეა ძალიან ხიბლავს.

წყაროს ცნობით, ტიტეს წასვლის შემდეგ, ზიდანი "სელესაოს" ჩაბარებაზე სეროზულად ფიქრობს.

ასეა თუ ისე, ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას უდიდესი ალბათობით, 2023 წელს გავიგებთ.


Facebook კომენტარები