10 თვის და 3 კვირის წინ
"ეს ინტერნეტია, რეალობა არ არის ინტერნეტი" - ბენზემამ თავის მომავალზე ისაუბრა
"ეს ინტერნეტია, რეალობა არ არის ინტერნეტი" - ბენზემამ თავის მომავალზე ისაუბრა
ავტორი
Aa

მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა კარიმ ბენზემამ გამოცემა "Marca"-სთან რამდენიმე საინტერესო კომენტარი გააკეთა.

ბუნებრივია, ჟურნალისტთა კითხვები კარიმის მომავალსაც ეხებოდა.

"ჩემი კარიერით ძალიან ვამაყობ. მახსოვს ის მომენტი, როდესაც "ბლანკოსთან" პირველ კონტრაქტს მოვაწერე ხელი. მაგ დროს ბავშვი ვიყავი, რომლის ოცნებაც "სამეფო გუნგში" თამაში იყო.

"რეალი" მსოფლიოს საუკეთესო გუნდია. აქ თამაშს ვოცნებობდი.

"ჩემი განსაკუთრებული გოლი? პირველი გოლი "რეალის" მაისურით.

"წინა წელს მოგებული ჩემპიონთა ლიგა რაღაც განსაკუთრებული იყო.

"მოედანზე ყოფნისას, გუნდისთვისა და ფანებისთვის ყველაფერს ვაკეთებ.

"ეს ჩემთვის სამსახური არაა. მიყვარს ვარჯიშებზე მოსვლა და ფეხბურთის თამაში.

"დავრჩები თუ არა "რეალში"? ახლა ჩვენ გვაქვს თამაში ამ შაბათ-კვირას.

"ვიტყოდი თუ არა რაიმეს ჩემს მომავალზე? ხალხის საუბრები? ეს ინტერნეტია, რეალობა არ არის ინტერნეტი.

"მესიჯი ფანებს? ერთი, ორი, სამი Hala Madrid!", - განაცხადა კარიმმა.


Facebook კომენტარები