3 წლის წინ
კროოსი ამაში დარწმუნებულია - სად დაასრულებს გერმანელი კარიერას
კროოსი ამაში დარწმუნებულია - სად დაასრულებს გერმანელი კარიერას
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალის" ფეხბურთელის ტონი კროოსის კარიერის ნაადრევად დასრულებაზე მედიაში ბევრი იწერება.

ვრცელდებოდა ცნობები, რომ გერმანელი თამაშს მიმდინარე სეზონის ბოლოს შეწყვეტდა, თუმცა ჯერჯერობით გარკვეული არაფერი არ არის.

ცნობილი ესპანური გამოცემა "Marca"-ს ინფორმაციით, ტონი დარწმუნებულია, რომ კარიერის ბოლოს წლებს, აუცილებლად, "სამეფო გუნდში" გაატარებს.

წყაროს ცნობით, მისი მიზანია, იგი ფეხბურთს კარგად ჩატარებული სეზონით დაემშვიდობოს და ეს ყველაფერი "ბლანკოსში" გააკეთოს.

შეგახსენებთ, რომ კროოსს მადრიდელებთან კონტრაქტი 2023 წელს უმთავრდება.


Facebook კომენტარები