10 თვის და 3 კვირის წინ
შურისძიების მიზნით - "პსჟ" "რეალის" ფეხბურთელს დაუკავშირდა
შურისძიების მიზნით - "პსჟ" "რეალის" ფეხბურთელს დაუკავშირდა
ავტორი
Aa

Defensa Central-ის ინფორმაციით, "პარი სენ-ჟერმენში" ძალიან არ მოსწონთ, რომ კილიან მბაპესა და მადრიდის "რეალის" საგა ისევ თავიდან იწყება.

ამას რომ თავი დავანებოთ, პარიზელებს მადრიდელებთან სახარბიელო დამოკიდებულება ისედაც არ აქვთ.

სწორედ ამ მიზნით, როგორც ამას ზემოთ აღნიშნული წყარო წერს, ფრანგებს სურთ, რომ ერთგვარი "შურისძიების" მიზნით, "რეალის" ახალგაზრდული გუნდიდან რაფა მარინი დაიმატონ.

191 სანტიმეტრი სიმაღლის მცველი ერთ-ერთ იმედისმომცემ მოთამაშედ ითვლება და პარიზელები მისით არიან დაინტერესებული.

თუმცა როგორც ცნობილია, "ბლანკოსში" რაფას გაშვებას არ გეგმავენ.


Facebook კომენტარები