10 თვის და 3 კვირის წინ
ვის დათმობს "რეალი" ჰარი კეინის დამატების გამო
ვის დათმობს "რეალი" ჰარი კეინის დამატების გამო
ავტორი
Aa

ბოლო პერიოდის მანძილზე, მადრიდის "რეალის" ლიდერის, კარიმ ბენზემას გუნდიდან შესაძლო წასვლაზე მედიაში უფრო და უფრო ბევრს წერენ.

ბუნებრივია, მადრიდელები ფრანგი ფორვარდის შემცვლელის მოყვნაზე უკვე ფიქრობენ.

როგორც იწერება, "თეთრები" კარიმის ერთ-ერთ შემცვლელად ლონდონის "ტოტენჰემის" თავდამსხმელს ჰარი კეინს განიხილავენ.

გამოცემა "CadenaSER"-ის ინფორმაციით, "ბლანკოსი" მზადაა, ინგლისელის ტრანსფერში ფერლან მენდიც ჩართოს.

რა თქმა უნდა, ფერლანის ტრანსფერში ჩართვის შემდეგ "რეალს" კეინის გადაბირება შედარებით იაფი დაუჯდება.

აქვე გეტყვით, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით "დეზების" პოზიცია ჯერჯერობით უცნობია.

ცნობისთვის, 29 წლის ინგლისელმა ფორვარდმა მიმდინარე სეზონში "ტოტენჰემის" რიგებში ყველა ტურნირზე თავი 32 გოლითა და 5 საგოლე პასით გამოიჩინა.


Facebook კომენტარები