1 წლის და 8 თვის წინ
გუნდები, რომლებიც მარკო ასენსიოს დამატებისთვის იბრძოლებენ
გუნდები, რომლებიც მარკო ასენსიოს დამატებისთვის იბრძოლებენ
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, იმის შანსი, რომ მარკო ასენსიომ ზაფხულში მადრიდის "რეალი" დატოვოს, ძალიან მაღალია.

ესპანელი ფეხბურთელის მომავალთან დაკავშირებით მედიაში უამრავი ცნობა ვრცელდება.

ინგლისურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მარკოსთვის ლონდონის "არსენალიც" გაიბრძოლებს.

გარდა ამისა, მის სიტუაციას "პარის სენ-ჟერმენი" ყურადღებით აკვირდება, რომელიც 27 წლის უფასოდ გადაბირებას შეეცდება.

ახალ ცნობებს ასევე იტალიურ მედიაში წერენ, სადაც გაირკვა, რომ ასენსიოს დამატება "მილანსაც" სურს.

ასე და ამგვარად, საინტერესო იქნება, თუ სად ვიხილავთ მარკოს შემდეგ სეზონში.


Facebook კომენტარები