2 წლის და 1 თვის წინ
არანაირი ეჭვი არ არსებობს - ვინ დატოვებს "რეალს" სეზონის ბოლოს
არანაირი ეჭვი არ არსებობს - ვინ დატოვებს "რეალს" სეზონის ბოლოს
ავტორი
Aa

დღეს, ცნობილმა გამოცემა "Relevo"-მ მადრიდის "რეალის" შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

წყაროს ცნობით, თითქმის უკვე გარანტირებულია, რომ მადრიდელთა ერთ-ერთი ფეხბურთელი ზაფხულში "სამეფო გუნდის" რიგებს დატოვებს.

საუბარია მარიანო დიასზე, რომელსაც "თეთრებთან" ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება.

როგორც წყარო იტყობინება, დომინიკელი შემტევი არც კლუბის და არც კარლო ანჩელოტის სამომავლო გეგმებში არ შედის და შესაბამისად, გუნდი მასთან ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს.

აქვე გეტყვით, რომ მარინაოს წასვლაზე გასულ ზაფხულსაც იწერებოდა, თუმცა კლუბში დარჩენა თავად ფეხბურთელმა განიზრახა.


Facebook კომენტარები