მადრიდის "რეალისა" და "სევილიას" დაპირისპირების წინ, კარლო ანჩელოტიმ პრესკონფერენცია გამართა.
"ვინისიუსი, ბენზემა და ასენსიო ხვალ არ ითამაშებენ.
"კარის ხაზის ტექნოლოგია? ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია. VAR-ის შემოღების შემდეგ ბევრი რამ გაუმჯობესდა, მაგრამ მათ შეუძლიათ უკეთესად იმოქმედონ.
"ვინის ტკივილს მუხლის არეში გრძნობს და ამიტომ ის ხვალ არ ითამაშებს. იმედია, სეზონის ბოლო მატჩში ის დაგვიბრუნდება.
"გუნდის გაძლიერება სეზონის წინ? ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გუნდი გავაუმჯობესოთ. თქვენ არ უნდა ინერვიულოთ ამაზე.
"ამ სეზონში შეტევაში პრობლემები არ გვქონია. ლა ლიგაში ყველაზე მეტი გოლი გვაქვს გატანილი. პრობლემები დაცვის ხაზში შეინიშნებოდა.
"ნაჩო? ის ჯერ კიდევ ფიქრობს თავის მომავალზე.
"ამ გუნდთან ერთად 4 სეზონში 2 ჩემპიონთა ლიგა მოვიგე. ამას კიდევ ვისურვებდი.
"ფერლან მენდის ტრავმამ ეს სეზონი გაართულა. ვიმედოვნებთ, რომ ფრანგი ფრან გარსიასთან ერთად კარგ სეზონს ჩაატარებს. დაცვაში ბევრი ცვლილება არ გვჭირდება
"ახალი ფორვარდი? ჩვენ ვმუშაობთ ამაზე. სახელებს ახლა არ ვიტყვი.
"ხოსელუ? მომწონს ეს ფეხბურთელი. ასევე კარგია ასპასიც და მორატაც.
"აზარი? მას კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს. თუ ის არ არის ბედნიერი, ის უნდა დაელაპარკოს გუნდს წასვლაზე. თუ ის ბედნიერია დარჩება. ყველა მოთამაშისთვის ასეა", - განაცხადა იტალიელმა.