1 წლის და 8 თვის წინ
ანჩელოტის "რეალში" სათადარიგო მეკარის მოყვანა სურს - 4 ვარიანტი
ანჩელოტის "რეალში" სათადარიგო მეკარის მოყვანა სურს - 4 ვარიანტი
ავტორი
Aa

მადრიდის "რეალის" მთავარ მწრთვნელს, კარლო ანჩელოტის გუნდში სათადარიგო მეკარის მოყვანა სურს - იტყობინება ჟურნალისტი ხორხე პიკონი.

მისი თქმით, შანსი იმისა, რომ ანდრეი ლუნინმა მადრიდელთა რიგები დატოვოს, რეალურია და სწორედ ამიტომ, "თეთრები" მის შემცვლელს ეძებენ.

როგორც ჟურნალისტი ამბობს, მადრიდელები უკრაინელის შემცვლელის ოთხ ვარიანტს განიხილავენ.

საუბარია რობერტ სანჩესზე ("ბრაიტონი"), დავიდ სორიაზე ("ხეტაფე"), გაზანიგასა ("ჟირონა") და იასინე ბონოზე ("სევილია").

ასე და ამგვარად, საინტერესო იქნება, თუ რომელ მეკარეზე გააკეთებს "რეალი" საბოლოო არჩევანს.


Facebook კომენტარები