3 წლის წინ
სასიხარულო ინფორმაცია კარიმ ბენზემასთან დაკავშირებით
სასიხარულო ინფორმაცია კარიმ ბენზემასთან დაკავშირებით
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალის" ლიდერს კარიმ ბენზემას ამ სეზონში ტრავმების გამო ძალიან ბევრი მატჩი გაუცდა.

კუნთის არეში დისკომფორტის გამო, ფრანგმა მსოფლიო ჩემპიონატიც გამოტოვა და მადრიდში ნაადრევად დაბრუნდა.

კარიმთან დაკავშირებით, დღეს, ცნობილმა გამოცემა "DiarioAS"-მა სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა.

წყაროს ცნობით, 35 წლის ფორვარდი უკვე სრულად, 100%-ით გამოჯანმრთელდა და სეზონის მეორე ნახევრისთვის სრულ მზადყოფნაშია.

გამოცემა აქვე დასძენს, რომ კარიმმა მუნდიალის მიმდინარეობისას კარგად დაისვენა და იმის შანსი, რომ მას ტკივილებმა ისევ შეაწუხოს ძალიან მცირეა.

აქვე გეტყვით, რომ "რეალი" მომდევნო შეხვედრას 30 დეკემბერს "ვალიადოლიდის" წინააღმდეგ ჩაატარებს, სადაც მონაწილეობას, რა თქმა უნდა, ბენზემაც მიიღებს.


Facebook კომენტარები