2 წლის და 1 თვის წინ

ფასი ცნობილია - რა თანხად დათმობს "ნაპოლი" კვარაცხელიას

ავტორი
Aa
უკანასკნელ დღეებში "ნაპოლის" ქართველი გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია რამდენიმე ევროპულ გრანდს დაუკავშირეს. იტალიური გამოცემების მიერ გაჟღერებული ცნობებიდან ვიგებთ, რომ კვარათი "პსჟ", "რეალი" და "ლივერპული" არიან დაინტერესებულნი.
რა თქმა უნდა, არსებული მდგომარეობის შესახებ "პარტენოპეიშიც" იციან. როგორც მოარული ხმები გვაუწყებენ, ნეაპოლელები საგანგებო ზომების მიღებასაც აპირებენ და ხვიჩას მალე ახალ კონტრაქტს შესთავაზებენ.
მიუხედავად ამისა, მაინც არსებობს შესაძლებლობა, "ნაპოლი" კვარას მოსალოდნელზე ადრე შეელიოს. ეს მაშინ მოხერხდება, თუ სამხრეთ იტალიაში 100 მილიონი ევროს ღირებულების წინადადებას მიიღებს.
იმ შემთხვევაში, თუ ხვიჩას მსურველი "ნაპოლის" 100 მილიონზე ნაკლებ თანხას შესთავაზებს, წინადადება ავტომატურად დაიბლოკება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
4 კვირის და 1 დღის წინ

კვარამ რონალდუ არ დაივიწყა - რა გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ
1 თვის წინ

“მადრიდის რეალის მსგავსი არაფერია” - კარლო ანჩელოტი
1 თვის წინ

რატომ არ გამოიძახა ენდრიკი კარლომ ნაკრებში - ანჩელოტის პასუხი
1 თვის წინ

ცნობილია, სად გააგრძელბს კრიშტიანუ რონალდუ კარიერას