მადრიდის "რეალისა" და "რაიოს" მატჩის წინ კარლო ანჩელოტიმ მედიასთან ისაუბრა.
"ვინისიუსი? ამ საკითხზე ვღელავთ. იგი მოწყენილია. ვინის გუნდთან ერთად არ უვარჯიშია, რადგან დისკომფორტი აქვს მუხლზე.
"ვფიქრობ, ის მსპხვერპლია. ბრაზილიელი არ არის დამნაშავე მაშინაც კი, თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს მისი ბრალია.
"ეს მხოლოდ "მესტალიაზე" არ მომხდარა. "მალიორკას", "ვალიადოლიდის" წინააღმდეგ მსგავსი რამ იყო.
"დავიღალეთ ამდენი შეურაცხყოფით. გულშემატკივართა ნაწილი შეურაცხყოფას თითქმის სულ გვაყენებს.
"ეს არ არის მხოლოდ რასიზმი. გუშინ ჩავი მართალი იყო. ეს ყველაფერი ატუნელია.
"მნიშვნელოვანი მომენტია. ჩვენ შეგვიძლია ამ პრობლემის წინააღმდეგ ვიმოქმედოთ.
"გულშემატკივრებმა თამაშამდე 2 საათით ადრე დაიწყეს ვინისიუსის მიმართ რასისტული შეძახილები.
"ამ სიტუაციის შეცვლა გვინდა. ყველას გვიყვარს ფეხბურთი და გვსურს, რომ ის სამართლიანი იყოს. ველოდებით, რა მოხდება და რას გააკეთებს ლა ლიგა და ფედერაცია.
"ვინისიუსს რეალი ძალიან უყვარს. მას აქ წარმატების მიღწევა სურს. ის წასვლაზე არ ფიქრობს", - განაცხადა იტალიელმა.