ბოლო დღეების მთავარი განსახილველი საკითხი, ბუნებრივია, მესტალიაზე დატრიალებული ამბებია.
რასიზმი და მასთან დაკავშირებული არადამიანური ქცევები ესპანეთის ჩემპიონატისგან უკვე აღარ გვიკვირს. განსაკუთრებით კი ამას ყველაზე მძიმედ ვინისიუსი განიცდის, რომლისთვისაც ბოლო მატჩი ნამდვილი კოშმარი იყო.
გულშემატკივრების უწმაწური შეძახილების შემდეგ ამ ყველაფერს ჩხუბიც დაემატა, სადაც "ვალენსიას" მოთამაშეებმა ბრაზილიელი არ დაინდეს, ყელზე ხელიც შემოხვიეს, რისგან თავის დაცვის შემდეგაც ვინი მოედნიდან გააძევეს.
აღნიშნულ ეპიზოდში ჩართული იყო გიორგი მამარდაშვილიც, რომელიც მის თანაგუნდელს გამოექომაგა.
გუშინ, ქართველმა მეკარემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა წარწერით: "არა რასიზმს".
ეს ჟესტი კი მისგან ძალიან დასაფასებელია, რადგან ის ყველაფერი, რაც მესტალიაზე მოხდა ლალიგის დიდ შავ ლაქად დარჩება.