1 წლის და 7 თვის წინ
"პროკურატურა ვალდებულია, ეს საქმე გამოიძიოს" - მადრიდის "რეალის" ოფიციალური განცხადება
"პროკურატურა ვალდებულია, ეს საქმე გამოიძიოს" - მადრიდის "რეალის" ოფიციალური განცხადება
ავტორი
Aa

როგორც იცით, ლა ლიგის 35-ე ტურში მადრიდის "რეალისა" და "ვალენსიას" დაპირისპირება ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს შორის ჩხუბით დასრულდა.

გაირკვა, რომ "ღამურების" გულშემატკივრები ვინისიუს ჟუნიორს რასისტულ შეურაცყოფას აყენებდნენ, რაზეც ბრაზილიელი ძლიერ განრისხდა.

ამ საკითხთან დაკავშირებით "სამეფო გუნდმა" ოფიციალური განცხადება გააკეთა.

"კლუბი გმობს გუშინ მომხდარ მოვლენებს, რომლებიც განხორციელებული იყო ჩვენი ფეხბურთელის, ვინისიუს ჟუნიორის წინააღმდეგ.

"ასეთი თავდასხმები არის სიძულვილის უკიდურესი გამოვლინება და მკაფიო დანაშაული, რის გამოც ჩვენ შევიტანეთ საჩივარი სახელმწიფო გენერალურ პროკურატურაში.

"პროკურატურა ვალდებულია, გამოიძიოს ეს საქმე, რადგან ირღვევა მოქალაქეთა უფლებები და საზოგადოებრივი ინტერესები.

"სწორედ ამ მიზეზებით და მომხდარი მოვლენების სერიოზულობიდან გამომდინარე, მადრიდის რეალმა მიმართა სახელმწიფო გენერალურ პროკურატურას", - ვკითხულობთ კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.


Facebook კომენტარები