2 წლის და 1 თვის წინ
დაპირებული შენაძენი - "რეალი" 100 მილიონიან ტრანსფერს განახორციელებს
დაპირებული შენაძენი - "რეალი" 100 მილიონიან ტრანსფერს განახორციელებს
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე აქტიურად იწერებოდა, რომ მადრიდის "რეალი" ამ ტურნირს აქტიურად დააკვირდებოდა.

ბუნებრივია, აქ აცენტია იმაზე, რომ თუ ვინმე გაიბრწყინებდა, მადრიდელები მზად იქნებოდნენ, მისი შეძენისთვის ებძროლათ.

ვრცელდებოდა ცნობები, რომ კლუბი ამისთვის 100 მილიონის გამოყოფასაც აპირებდა.

ახლა კი მუნდიალი უკვე მორჩა და საინტერესოა, ვინ მოექცევა მადრიდელთა სამიზნეში, თუმცა სავარაუდო ვარიანტები უკვე ვიცით და მათ შორის ყველაზე რეალური ენცო ფენრნადესია.

არგენტინელი ნახევარმცველი, რომელიც ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელადაც დასახელდა, კარლო ანჩელოტის ძალიან მოსწონს.

გარდა ამისა, მისი და "რეალის" კავშირზე გარკვეული ჭორები უკვე არის, თუმცა დადასტურებულად ჯერ არაფერი ვიცით.


Facebook კომენტარები