1 წლის და 8 თვის წინ
ედენ აზარის დამატებით "MLS"-ს გუნდი დაინტერესდა - ახალი ცნობები
ედენ აზარის დამატებით "MLS"-ს გუნდი დაინტერესდა - ახალი ცნობები
ავტორი
Aa

ესპანურ მედიაში მადრიდის "რეალის" ფეხბურთელის, ედენ აზარის შესახებ საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა.

კერძოდ, როგორც გამოცემა "COPE" იტყობინება, ბელგიელის დამატებით "MLS"-ის კლუბი დაინტერესდა.

საუბარია ვანკუვერ ვაითქეფსზე, რომელიც 32 წლის მოთამაშის სიტუაციას აქტიურად აკვირდება.

რაც შეეხება ფეხბურთელის სურვილს, გავრცელებული ინფორმაციით, ედენს "სამეფო გუნდში" კიდევ ერთი სეზონით დარჩენა სურს.

ცნობისთვის, ბელგიელ შემტევს მადრიდელებთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში უმთავრდება, ხოლო მისი სატრანსფერო ფასი, "Transfermakrt"-ის მონაცემების მიხედვით, 5 მილიონ ევროს შეადგენს.


Facebook კომენტარები