3 წლის წინ
"რეალის" ერთ-ერთი ლიდერი ვარჯიშისას დაშავდა - სამწუხარო ცნობა
"რეალის" ერთ-ერთი ლიდერი ვარჯიშისას დაშავდა - სამწუხარო ცნობა
ავტორი
Aa

ცნობილმა ესპანელმა ჟურნალისტმა სერხიო კვირანტემ მადრიდის "რეალის" ფეხბურთელზე ტონი კროოსზე სამწუხარო ცნობა გაავრცელა.

მისი თქმით, გერმანელმა ფეხბურთელმა ვარჯიშის დროს მუცლის არეში დაზიანება მიიღო, რის გამოც მოედნის დატოვება მოუწია.

სასიხარულოა, რომ ტონის დაზიანება სერიოზული არ არის და "ბლანკოსის" მომდევნო შეხვედრაში იგი უდიდესი ალბათობით მონაწილეობას მიიღებს.

აქვე გეტყვით, რომ "რეალს" შემდეგი თამაში 30 დეკემბერს "ვალიადოლიდის" წინააღმდეგ ელის.


Facebook კომენტარები