1 წლის და 4 თვის წინ
ანჩელოტის პრესკონფერენცია "ვალენსიასთან" მატჩის წინ
ანჩელოტის პრესკონფერენცია "ვალენსიასთან" მატჩის წინ
ავტორი
Aa

მადრიდის "რეალისა" და "ვალენსიას" მატჩის წინ, კარლო ანჩელოტიმ მედიასთან ისაუბრა.

"ჩვენ ეს დღეები აღსადგენად გამოვიყენეთ. გვინდა, სეზონი კარგად დავასრულოთ.

"ახალი თავდამსხმელი? მომავალ სეზონზე საუბრის დრო არ არის. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რაც მოხდა ამ სეზონში. და ეს არ არის შესაფერისი ადგილი ამაზე სალაპარაკოდ.

"ხვალ საუკეთესო XI ითამაშებს. "სიტის" შემდეგ ყველა ფეხბურთელმა დაისვენა.

"მთელმა მსოფლიომ იცის, რომ კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდე მაქვს და მსურს აქ დარჩენა.

"ბენზემას მიმართ კრიტიკა სისულელეა. ის ერთადერთი არ არის, ვინც ცუდად ითამაშა.

"პრეზიდენტს ვესაუბრე. მან მხარი დამიჭირა.

"კლუბმა უკვე მითხრა, რომ კონტრაქტის ბოლომდე დავრჩები.

"ფერლან მენდი? რა თქმა უნდა, ის ამ სეზონში ის დაგვაკლდა. გასულ წელს ის ძალიან კარგი იყო დაცვაში. ჩვენ იძულებული გავხდით გამოგვეყენებინა კამავინგა მარცხენა მცველად", - განაცხადა კარლომ.


Facebook კომენტარები