1 წლის და 8 თვის წინ
ხოსელუ "რეალისთვის" ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იქნება - "Relevo"
ხოსელუ "რეალისთვის" ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იქნება - "Relevo"
ავტორი
Aa

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მადრიდის "რეალის" ერთ-ერთი მთავარი სამიზნე "ესპანიოლის" შემტევი ხოსელუ იქნება - იტყობინება "Relevo".

წყაროს ინფორმაციით, მადრიდელები ესპანელს რამდენიმე თვეა, რაც აკვრიდებიან და მის დაბრუნებას განიხილავენ.

თუმცა არის შანსი, რომ ერთი პრობლემა გაჩნდეს. როგორც გამოცემა იტყობინება, თუ "ესპანიოლი" ლა ლიგაში დარჩება, ტრანსფერი, შესაძლოა, უფრო გართულდეს.

ამ მომენტისთვის კი კატალონიურ კლუბს 31 ქულა აქვს მოგროვებული და ესპანეთის ჩემპიონატში მე-19 ადგილს იკავებს.

ცნობისთვის, ხოსელუმ "ესპანიოლის" რიგებში მიმდინარე სეზონში მეტოქეთა კარის აღება 15-ჯერ მოახერხა.


Facebook კომენტარები