1 წლის და 8 თვის წინ
"რეალი" ჩუკვუეზეს დამატებით ინტერესდება - ახალი ცნობები
"რეალი" ჩუკვუეზეს დამატებით ინტერესდება - ახალი ცნობები
ავტორი
Aa

ცნობილი ჟურნალისტი თომას გონსალესი მადრიდის "რეალის" შესახებ ახალ სატრანსფერო ცნობებს ავრცელებს.

მისი თქმით, მადრიდის "რეალი" "ვილიარეალის" შემტევის, სამუ ჩუკვუეზეს დამატებით ინტერესდება.

როგორც იწერება, მას შემდეგ, რაც ნიგერიელმა ლა ლიგის ეგიდით გამართულ ბოლო დაპირისპირებაში "ბლანკოსს" დუბლი შეუსრულა, მადრიდელები მას აქტიურად აკვირდებიან.

ასევე გავრცელდა ცნობა, რომ "თეთრები" მის სანაცვლოდ 50 მილიონი ევროს გადახდისთვისაც მზად არიან.

რაც შეეხება ნიგერიელის მონაგარს, მიმდინარე სეზონში მან 13 გოლთან ერთად, 12 ასისტი მიითვალა.


Facebook კომენტარები