1 წლის და 1 თვის წინ
"შეუძლებელი არაფერია" - კურტუას კომენტარი "კლასიკოს" შემდეგ
"შეუძლებელი არაფერია" - კურტუას კომენტარი "კლასიკოს" შემდეგ
ავტორი
Aa

ლა ლიგის 26-ე ტურში, მადრიდის "რეალისა" და კატალონიის "ბარსელონას" მატჩი შედგა, სადაც "ბლაუგრანამ" 2:1 გაიმარჯვა.

შეხვედრის შემდეგ, "ბლანკოსის" მეკარემ ტიბო კურტუამ მედიასთან ისაუბრა.

"ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ, თუმცა სხვაობა უკვე 12 ქულაა. ეს ურთულესი იქნება, თუმცა შეუძლებელი არაფერია.

"მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მომენტი არ შეგვიქმნია, მეორე ტაიმში კარგად ვითამაშეთ. გამარჯვებაზე მივდიოდით, რის გამოც სივრცეები დაგვრჩა და გოლიც გაგვივიდა.

"ჩვენ აქ კიდევ დავბრუნდებით და კოპა დელ რეისთვის ვიბრძოლებთ", - განაცხადა ბელგიელმა.


Facebook კომენტარები