logo

"სარაგოსა" - "რეალი": საუკეთესო დაპირისპირება კოპას ისტორიაში (ვიდეო)

"სარაგოსა" - "რეალი": საუკეთესო დაპირისპირება კოპას ისტორიაში (ვიდეო)

დღეს ესპანეთის თასის 1/8 ფინალური ეტაპის შეხვედრა გაიმართება, რომელშიც მადრიდის "რეალი" "სარაგოსას" ესტუმრება.

უკანასკნელად ეს გუნდები კოპა დელ რეიზე 2005/06 წლების სეზონში შეხვდნენ და ის დაპირისპირება, თამამად შეგვიძლია მივიჩნიოთ ტურნირის ისტორიაში საუკეთესოდ.

პირველი 1/2 ფინალური შეხვედრა "ლა როსარედაზე" შედგა და ის მასპინძელთა გამანადგურებელი გამარჯვებით დასრულდა - 6:1.

მაშინდელი ვარსკვლავური "რეალისთვის" ეს მარცხი ნამდვილად შოკისმომგვრელი იყო და განმეორებით მატჩში ყველა სასწაულს ელოდა. ამ სასწაულამდე კი "სამეფო კლუბს" ერთი ნაბიჯი დააკლდა.

"სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართულ შეხვედრას საოცარი სტარტი ჰქონდა. 10 წუთის შემდეგ "გალაქტიკო" უკვე 3:0-ს ამარცხებდა მეტოქეს და ყველა "ლა რემონტადას" ელოდა. სამწუხაროდ, დარჩენილ დროში "რეალმა" მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხა, 61-ე წუთზე რობერტო კარლოსმა ჯარიმის შემდეგ ბრწყინვალე გოლი გაიტანა. "სამეფო კლუბს" კი ნამდვილ საოცრებამდე მხოლოდ 1 გოლი დააკლდა.

"სარაგოსა" 6:1 "რეალი"

"რეალი" 4:0 "სარაგოსა"


2 თვის წინ
2691 / 0
RAMOS
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება "რეალს" ყველაზე მეტად გაძლიერება იანვრის სატრანსფერო ბაზარზე?

მეკარის
დაცვის
ნახევარდაცვის
თავდასხმის
სულ პასუხები: 606
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარკო ასენსიო, ხამეს როდრიგესი, ნაჩო, ლუკას ვასკეტსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ