როგორი უნდა იყოს "რეალის" შემადგენლობა "სევილიასთან" მატჩისთვის

როგორი უნდა იყოს "რეალის" შემადგენლობა "სევილიასთან" მატჩისთვის

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალი" მომდევნო მატჩს ლა ლიგის ეგიდით გამართავს და "სევილიას" დი სტეფანოზე უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ "რეალს" ამ მატჩში 3 მოთამაშე დააკლდება. რაფაელ ვარანი და დანი კარვახალი ტრავმირებულები არიან და გუნდს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ დაეხმარებიან, ხოლო ლუკას ვასკესისთვის სეზონი დასრულებულია.

მიმდნარე კვირის დასაწყისში სამეფო კლუბის ლაზარეთიდან 2 მოთამაშე დაბრუნდა. ფერლანდ მენდიმ და სერხიო რამოსმა "ჩელსისთან" მატჩი ჩაატარეს, შესაბამისად ისინი "სევილიასთან" მატჩსაც გამართავენ.

ცნობილი ვებსაიტი Tribuna.com გვთავაზობს, თუ როგორი უნდა იყოს "ბლანკოსის" შემადგენლობა უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის.

მეკარე: კურტუა;

მცველები: მენდი, რამოსი, მილიტაო, ნაჩო;

ნახევარმცველები: კაზემირო, კროოსი, მოდრიჩი;

შემტევები: ვინისიუსი, ბენზემა, ასენსიო.

 

1 თვის წინ
311 / 0
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ