რივალდო: "ედენ აზარმა ამაზე კარგად უნდა იფიქროს"

რივალდო: "ედენ აზარმა ამაზე კარგად უნდა იფიქროს"

მადრიდის "რეალის" ყოფილმა მოთამაშემ რივალდომ ედენ აზარზე ისაუბრა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის შემდეგ ყურადღების ცენტრში მოექცა.

"ედენ აზარი განკიცხვის საგანი გახდა, რადგან მას მეგობრული საუბარი ქონდა თავის ყოფილ თანაგუნდელთან და ნახევარფინალიდან გამოვარდნის მიუხედავად მომღიმარი სახით ესაუბრებოდა ლონდონელებს.

სამეფო კლუბის გულშემატკივრებმა ეს ფაქტი ცუდად მიიღეს, რადგან ბელგიელს რეალისთვის ღირებული არაფერი მოუტანია, მან სეზონის დიდი ნაწილი ტრავმის გამო გამოტოვა და ძალიან ცუდ ფორმაში იმყოფება.

აზარი კარგად უნდა დაფიქრდეს ამის შესახებ და გაანალიზოს თუ როგორ გამოასწოროს ურთიერთობა გუნდის ქომაგებთან" - განაცხადა რივალდომ.

1 თვის წინ
242 / 0
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ