ტონი კროოსის პასუხი მეისონ მაუნტს - დაპირისპირება გრძელდება

ტონი კროოსის პასუხი მეისონ მაუნტს - დაპირისპირება გრძელდება

როგორც მოგეხსენებათ, "ჩელსი" ნახევარფინალში "რეალს" დაუპირისპირდა. შეხვედრის გამართვამდე ტონი კროოსმა საკმაოდ უხეში განცხადება გააკეთა და თქვა, რომ გუნდების ნახევარმცველების შეფასებებით დაკავებული არაა, რადგან ამისთვის ძილის რეჟიმს ვერ დაარღვევდა.

ამ ყველაფრის შემდეგ მეისონმა "რეალის" ფეხბურთელს საკადრისი პასუხი გასცა - "როგორც გავიგე, მათი ერთ-ერთი მოთამაშე ამბობდა, რომ ჩვენი თამაშების გამო ძილს არ იკლებდა. შემდეგში გაითვალისწინოს, რომ მან ჩვენთან შეხვედრისთვის ძილი უნდა მოიკლოს".

თუმცა, ამით არ დასრულებულა დაპირისპირება და გუშინ გერმანელმა ისევ უპასუხა ინგლისელს "თვითერის" მეშვეობით.

"მე ისევ კარგად მძინავს, გუშინდელის გამო გილოცავ. წარმატებას გისურვებ შენს პირველ ჩემპიონთა ლიგურ ფინალში".

1 თვის წინ
380 / 0
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ