"იუვენტუსი" მადრიდის "რეალის" ვარსკვლავით ინტერესდება

"იუვენტუსი" მადრიდის "რეალის" ვარსკვლავით ინტერესდება

ცნობილი და ავტორიტეტული გამოცემის, "Calciomercato" -ს ინფორმაციით, "იუვენტუსი" "რეალის" ვარსკვლავს აკვირდება.

საუბარია მადრიდელთა ბელგიელ შემტევზე, ედენ აზარზე. აღსანიშნავია, რომ "ჩელსისთან" მარცხის შემდეგ მისი მადრიდიდან წასვლის შესახებ აქტიურად იწერება.

იტალიური წყაროს ცნობით, "ბებერი ქალბატონი" უახლოეს მომავალში გაუკეთებს 30 წლის ბელგიელ შემტევს სატრანსფერო შეთავაზებას.

ედენ აზარს სამეფო კლუბთან ხელშეკრულება 2024 წლამდე აკავშირებს, Transfermarket-ზე დაყრდნობით მისი სატრანსფერო ღირებულება 40 მილიონ ევროს შეადგენს.

1 თვის წინ
280 / 0
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ