მადრიდის "რეალი" აპირებს ვარსკვლავს შეელიოს - ყველაფერი გადაწყდა

მადრიდის "რეალი" აპირებს ვარსკვლავს შეელიოს - ყველაფერი გადაწყდა

ესპანური გამოცემის "ABC Deportes"-ის ცნობით, მადრიდის "რეალი" აპირებს ვარსკვლავს შეელიოს.

საქმე ედენ აზარს ეხება, რომელიც "სამეფო კლუბში" 2019 წლიდან ასპარეზობს.

ბელგიელს მას შემდეგ, რაც "ბლანკოსში' გადაბარგდა ხშირი ტრავმები აწუხებს, რის შედეგადაც 2 სეზონი ფაქტობრივად გამოტოვა.

ედენის შესაძლო წასვლის შესახებ პრესაში "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ დაიწყეს საუბარი. მთავარი მიზეზი ის იყო, რომ მიუხედავად მადრიდული გრანდის "უეფას" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალიდან გამოთიშვისა, კამერებმა შეამჩნიეს, თუ როგორი მომღიმარი სახით ესააუბრებოდა 30 წლის ვარსკვლავი ლონდონელთა შეგირდებს.

ამ ფაქტმა "რეალის" ფანების უკმაყოფილება გამოიწვია, რომლებმაც ფეხბურთელისთვის 7 ნომრიანი მაისურის ჩამორთმევა ან საერთოდ კლუბიდან გაშვება გადაწყვიტეს.

მოგახსენებთ, მადრიდული გრანდი აპირებს ნებისმიერ შემოთავაზებას დათანხმდეს, თუ კლუბები ბელგიელის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს გადაიხდიან.

1 თვის წინ
344 / 0
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ