"რეალს" "ჩელსისთან" მატჩისთვის ფეხბურთელი დაუბრუნდა - დიდებული სიახლე

"რეალს" "ჩელსისთან" მატჩისთვის ფეხბურთელი დაუბრუნდა - დიდებული სიახლე

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალს" ჩელსისთან მატჩის წინ სერხიო რამოსი და ფერლან მენდი დაუბრუნდნენ.

ესპანური გამოცემა Cope-ს ჟურნალისტი მიგელ ანხელ დიასის ცნობით კი, სამეფო კლუბს ჩემპიონთა ლიგის უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ ფედე ვალვერდეც დაუბრუნდა.

ურუგვაელს გასულ კვირაში კორონა ვირუსი დაუდასტურდა და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ამ დრომდე ყველა ტესტირების პასუხი დადებითი იყო, თუმცა როგორც ჩანს, ნახევარმცველი მხნედაა მდა მზადაა გუნს დაეხმაროს.

ჟურნალისტის ინფორმაციით, სერხიო რამოსთან და ფერლან მენდისთან ერთად გუნდის განაცხადში მოხვედრას ფედე ვალვერდეც შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ მადრიდულ და ლონდონურ კლუბებს შორის მატჩი ხვალ, საქართველოს დროით 23:00 საათზე აიღებს სტარტს.

3 დღის წინ
276 / 0
chituna
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ