ნამდვილი მადრიდისტა - რა გააკეთა ლუკას ვასკესმა

ნამდვილი მადრიდისტა - რა გააკეთა ლუკას ვასკესმა

როგორც მოგეხსენებათ, ლუკას ვასკესს მადრიდის "რეალთან" კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, ხოლო მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმების მიღწევას ცდილობენ.

თუ ესპანელი სამეფო კლუბთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, მისი დამატება ნებისმიერ გუნდს უფასოდ შეეძლება.

DiarioAS-ის ცნობით, სწორედ ამ მიზეზით ვასკესს მადრიდის "ატლეტიკოს" წარმომადგენელი დაუკავშირდა და შეთავაზებაც გაუკეთა, თუმცა ფეხბურთელისგან მტკიცე უარი მიიღო, რადგან ის მადრიდისტაა და თანაქალაქურ კლუბში გადასვლას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ლუკასი ამჟამად ტრავმირებულია და დიდი ალბათობით, მიმდინარე სეზონში მოედანზე ვერ ვიხილავთ.

3 დღის წინ
1643 / 0
chituna
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ