რატომ არ უნდა გაეშვა "რეალს" ბეილი - მნიშვნელოვანი სტატისტიკა

რატომ არ უნდა გაეშვა "რეალს" ბეილი - მნიშვნელოვანი სტატისტიკა

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონის დასაწყისში გარეთ ბეილი იჯარის წესით "ტოტენჰემის" რიგებს შეუერთდა.

გუშინდელ მატჩში უელსელმა "შეფილდ იუნაიტედის" კარის 3-ჯერ, ულამაზესი გოლებით დარბევა მოახერხა.

31 წლის ფეხბურთელს ლონდონური კლუბის მაისურით პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 16 მატჩში 9 გოლი დაუგროვდა.

გთავაზობთ სტატისტიკას, თუ რამდენი გოლი გაიტანეს რეალის ვინგერებმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში.

  • ედენ აზარი - 2 გოლი 11 მატჩში
  • მარკო ასენსიო - 4 გოლი 31 მატჩში
  • ვინისიუს ჯუნიორი - 3 გოლი 31 მატჩში
  • როდრიგო გოეში - 0 გოლი 19 მატჩში

როგორც ხედავთ, 4-მა ფეხბურთელმა ჯამში იმდენი გოლის გატანა მოახერხა, რამდენიც გარეთ ბეილმა, თუმცა უელსელს ამისთვის ბევრად ნაკლები დრო დასჭირდა.

4 დღის წინ
438 / 0
chituna
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ