ტუხელი: "ის რეალთან შეხვედრას გამოტოვებს"

ტუხელი: "ის რეალთან შეხვედრას გამოტოვებს"

როგორც მოგეხსენებათ, ოთხშაბათს, "სტემფორდ ბრიჯზე", ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრაში, ერთმანეთს "ჩელსი" და "რეალი" დაუპირისპირდებიან.

ლონდონელების თავკაცმა ტომას ტუხელმა კოვაჩიჩზე გააკეთა კომენტარი, რომელმაც პირველი ნახევარფინალური შეხვედრა გამოტოვა, მის მოედანზე დაბრუნებას განმეორებით დაპირისპირებაში ვარაუდობდნენ.

"კოვაჩიჩმა მცირე ტკივილი იგრძნო, თუმცა იმ ადგილში არა, რომელიც ადრე დაიზიანა, მაგრამ იმავე კუნთში, ამიტომ ის რეალთან ნახევარფინალური სტადიის განმეორებით მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს" - განაცხადა ტუხელმა.

26 წლის ხორვატმა ნახევარმცველმა დაზიანება "კრისტალ პალასთან" შეხვედრაში მიიღო და 6 მატჩის გამოტოვება მოუწია.


4 დღის წინ
373 / 0
Gurika
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ