"რეალს ეს ძალიან გააძლიერებს" - "ჩელსის" ექს-მოთამაშის განცხადება

"რეალს ეს ძალიან გააძლიერებს" - "ჩელსის" ექს-მოთამაშის განცხადება

ჩელსის ყოფილმა მოთამაშემ, გლენ ჰოდლმა ჩემპიონთა ლიგის განმეორებით ნახევარფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა, სადაც ერთმანეთს "მადრიდის რეალი" და "ჩელსი" დაუპირისპირდებიან.

"ჩელსისა და რეალის პირველ შეხვედრამდე მედიასთან განვაცხადე, რომ ჩელსი მოახერხებდა შემდეგ ეტაპზე გასვლას და აზრი არ შემიცვლია. ვფიქრობ, რომ ლონდონელები საქმეს ბოლომდე მიიყვანენ.

სამეფო კლუბს მადრიდში თავისი მაქსიმუმი არ უჩვენებია, გუნდს ტრავმებმა არ შეუწყო ხელი, ჩემი აზრით სტემფორდ ბრიჯზე რეალი ბევრად უკეთესად იასპარეზებს.

მადრიდის რეალს რამოსის დაბრუნება ძალიან გააძლიერებს, თუმცა ტუხელის მოთამაშეები შესანიშნავ ფორმაში იმყოფებიან და მოახერხებენ თამაშის
კონტროლს." - განაცხადა ჩელსის ექს-მოთამაშემ.


4 დღის წინ
244 / 0
Gurika
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ