ზიდანმა აზართან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

ზიდანმა აზართან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

როგორც მოგეხსენებათ, 27 აპრილს ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში "ჩელსი" და "რეალი" დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, შეხვედრა ანგარიშით 1-1 დასრულდა, ხოლო ბელგიელმა შემტევმა ედენ აზარმა მატჩის მხოლოდ ბოლო 25 წუთში მიიღო მონაწილეობა.

ცნობილი და გავლენიანი გამოცემა AS-ის ცნობით, ზიდანმა გადაწყვიტა, რომ ოთხშაბათს "სტემფორდ ბრიჯზე", ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური სტადიის საპასუხო შეხვედრაში ედენ აზარმა მატჩი სასტარტოდან დაიწყოს.

აღსანიშნავია, რომ ბელგიელმა შემტევმა შაბათს "ოსასუნასთან" გამართულ შეხვედრაში 72 წუთი გაატარა მოედანზე, ეს შეხვედრა რეალმა გამარჯვებით დაასრულა.

აზარს რეალში გადმოსვლის შემდეგ მუდამ ტრავმები აწუხებს და ვერ შეძლო სათანადოდ ფორმაში ჩადგომა, თუმცა სამეფო კლუბის თავკაცი იმედოვნებს, რომ "ჩელსისთან" დაპირისპირებაში მისი სასტარტო შემადგენლობაში დაყენება გაამართლებს.

4 დღის წინ
2234 / 0
Gurika
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ