"მადრიდის რეალი" და "მილანი" სატრანსფერო ბრძოლაში ჩაებნენ

"მადრიდის რეალი" და "მილანი" სატრანსფერო ბრძოლაში ჩაებნენ

ცნობილი იტალიური გამოცემის Calciomercato-ს ცნობით, "ფიორენტინას" 21 წლის სერბი შემტევით დუშან ვლაჰოვიჩით "მადრიდის რეალი" და "მილანი" ინტერესდებიან.

ვლაჰოვიჩი შესანიშნავ სეზონს ატარებს, მას სერია ა-ში ჩატარებულ 33 შეხვედრაში 19 გოლი აქვს გატანილი და 2 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული.

სერბ შემტევს "ფიორენტინასთან" კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს, თუმცა დიდი ალბათობით ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარის მიმდინარეობისას გუნდს შეიცვლის.

როგორც FiorentinaNews გვაცნობს, იტალიური გუნდი სერბი შემტევის სანაცვლოდ მინიმუმ 60 მილიონ ევროს მოითხოვს.


4 დღის წინ
271 / 0
Gurika
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ