ტომას ტუხელი: "ეს ჩვენთვის კიდევ ერთი გამოწვევაა"

ტომას ტუხელი: "ეს ჩვენთვის კიდევ ერთი გამოწვევაა"

როგორც მოგეხსენებათ, ოთხშაბათს, "სტემფორდ ბრიჯზე", ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური სტადიის განმეორებით შეხვედრაში, ერთმანეთს ლონდონის "ჩელსი" და მადრიდის "რეალი" დაუპირისპირდებიან.

სამეფო კლუბს ამ შეხვედრაში, სერხიო რამოსი დაუბრუნდება, რომელმაც პირველ მატჩში დაზიანების გამო მონაწილეობის მიღება ვერ შეძლო.

რეალ "მადრიდის" კაპიტნის დაბრუნებასთან დაკავშირებით ლონდონის "ჩელსის" თავკაცმა ტომას ტუხელმა კომენტარი გააკეთა.

"ეს ჩვენთვის კიდევ ერთი გამოწვევაა, რადგან რამოსი სამეფო კლუბის უპირობო ლიდერია და მისი დაბრუნება რეალს ძალიან დაეხმარება.

ჯერ-ჯერობით არ ვიცი მოწინააღმდეგე გუნდი როგორ შემადგენლობას და რა სქემას შემოგვთავაზებს, ამიტომ ახლა კითხვებზე პასუხი არ არის საჭირო" -
განაცხადა ტომას ტუხელმა.

4 დღის წინ
367 / 0
Gurika
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ