მადრიდის “რეალი” ინგლისელი ვარსკვლავით დაინტერესდა

მადრიდის “რეალი” ინგლისელი ვარსკვლავით დაინტერესდა

ესპანური გამოცემის "ESPN"-ს ცნობით, მადრიდის "რეალი" ინგლისელი ვარსკვლავით დაინტერესდა.

საქმე ჯესი ლინგარდს ეხება, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედის" საკუთრებაა, თუმცა იჯარის წესით "ვესტ-ჰემის" რიგებში არის განათხოვრებული.

"წითელი ეშმაკები" ფეხბურთელის გამოსყიდვას აპირებენ მომდევნო სეზონისთვის, თუმცა ჯესის გადაბირებით მრავალი გრანდი არის დაინტერესებული.

მოგახსენებთ, "სამეფო კლუბი" ლინგარდს აკვირდება და დიდი ალბათობით მიმდინარე წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მის გადაბირებას შეეცდება.

4 დღის წინ
213 / 0
Levani
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ