ნაჩოს პირველი კომენტარი "ბარსელონასთან" გამარჯვების შემდეგ

ნაჩოს პირველი კომენტარი "ბარსელონასთან" გამარჯვების შემდეგ

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ "რეალმა" საკმაოდ მძიმე ბრძოლაში "ბარსელონა" დაამარცხა.

იმ მატჩის ერთ-ერთ გამორჩეული ფეხბურთელი ნაჩო ფერნანდესი გახლდათ, რომელმაც შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა.

"ჩვენ ძალიან გვიადვილდება კონტრ-შეტევებზე თამაში. "ბარსას" მოსწონს ბურთის ფლობა, მაგრამ შედეგი ვერ გამოიღო. 2 გოლი გავიტანეთ და მოვიგეთ. გოლი გავუშვით, თუმცა ამ ყველაფერზე ვმუშაობთ და შეცდომებს აუცილებლად გამოვასწორებთ.

"რეალს" ძალიან ძლიერი შემადგენლობა გვყავს და ერთი კონკრეტული მატჩისთვის მობილიზება საუკეთესოდ გვეხერხება. ანალოგიურად უნდა ვითამაშოთ "ლივერპულთანაც". ზიდანს ჩვენი 100%-ით სჯერა. მერსესაიდულ კლუბს, რაც შეეხება, ჯერ-ჯერობით არაფერი დასრულებულა და ბრძოლას კვლავინდებურად ვაგრძელებთ" - თქვა ესპანელმა.

შეგახსენებთ, რომ "რეალი" ჩემპიონთა ლიგაზე თავის მატჩს ოთხშაბათს, ინგლისში გამართავს.

3 კვირის წინ
247 / 0
Sergio Ramos
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ