რამოსმა კაზეს ტაში დაუკრა - რა გააკეთა ბრაზილიელმა წითელი ბარათის მიღების შემდეგ

რამოსმა კაზეს ტაში დაუკრა - რა გააკეთა ბრაზილიელმა წითელი ბარათის მიღების შემდეგ
 

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალმა" ალფრედო დი სტეფანოს სახელობის მოედანზე "ბარსელონას" უმასპინძლა და 2-1 დაამარცხა.

90 წუთის განმავლობაში უშეცდომო იყო კაზემირო, რომლის კარგი თამაშიც მატჩის შედეგის ერთ-ერთი ფაქტორი იყო. მან 90-ე წუთზე ზედიზედ 2 ყვითელი ბარათი მიიღო, რის გამოც მოედანი დატოვა.

ბრაზილიელმა მოედანი გმირივით დატოვა, ამავდროულად კი "ბარსელონას" სათადარიგო სკამს უცინოდა.

Image

აღნიშნულ საქციელს რა თქმა უნდა, გამოეხმაურა ხერარდ პიკე, რომელმაც მთავარ არბიტრ ხილ მანსანოსთან დროის გაყვანაზე ისაუბრა. მან იფიქრა, რომ დამატებული 4 წუთი კაზემიროს ხანგრძლივი მოედნის დატოვების გამო უსამართლო იყო.

კაზემიროს საქციელი არ გამორჩენია სერხიო რამოსს, რომელმაც თანაგუნდელს ტაში დაუკრა.

Image

3 კვირის წინ
3677 / 0
chituna
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ