"რეალს" ახალი სამიზნე ჰყავს - მოულოდნელი ცნობა

"რეალს" ახალი სამიზნე ჰყავს - მოულოდნელი ცნობა

ცნობილი ამერიკული გამოცემის, ESPN-ის ინფორმაციით, ჯესი ლინგარდს 3 ახალი მსურველი გამოუჩნდა. 

გავრცელებული ცნობით, ინგლისელ ნახევარმცველს აქტიურად აკვირდებიან მადრიდის "რეალი",  "პარი სენ-ჟერმენი", და "ინტერი".

ჯერჯერობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება ლინგარდზე, დაიტოვებს თუ გაუშვებს მას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე.

თავის მხრივ, ლინგარდის შენარჩუნება "ვესტ ჰემსაც" სურს, მსურველებს შორის არიან "ლესტერი" და "არსენალიც".

პრემიერ ლიგის წლევანდელ სეზონში, ჯესიმ 9 მატჩი გამართა, მის ანგარიშზე 8 გატანილი გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

3 კვირის წინ
371 / 0
chituna
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ