ლუკას ვასკესმა საკუთარ კონტრაქტზე ისაუბრა - ესპანელის კომენტარი

ლუკას ვასკესმა საკუთარ კონტრაქტზე ისაუბრა - ესპანელის კომენტარი

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში "ლივერპულთან" მოპოვებული უმნიშვნელოვანესი გამარჯვების შემდეგ ლუკას ვასკესმა Marca-სთან ისაუბრა.

"ერთადერთი, რაზეც კონცენტრირებული ვარ - აწმყოა. მიმდინარე სეზონი ჩემთვის სასიამოვნოა, რადგან სათამაშო დრო მეძლევა, ეს კი ბედნიერს მხდის.

კონტრაქტის გახანგრძლივება? მე ყოველთვის ვიყავი და ვიქნები მადრიდის რეალის მოთამაშე" - განაცხადა ვასკესმა.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის მცველს სამეფო კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, ხოლო მხარეები ახალ კონტრაქტზე ჯერ კიდევ არ შეთანხმებულან. მისი გადაბირებით "ბაიერნია" დაინტერესებული.

 

5 დღის წინ
186 / 0
Luka
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ