ცნობილი ესპანური გამოცემა AS "რეალის" საკუთრებაში მყოფი მარტინ ოდეგორის შესახებ უახლეს ინფორმაციას ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ნორვეგიელი მზად არის, რომ "ლივერპულში" გადაბარგდეს იმ შემთხვევაში, თუ ზიდანის გუნდში საკმარის სათამაშო დროს არ მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ოდეგორი სამეფო კლუბს მიმდინარე სეზონის დასაწყისში დაუბრუნდა, ხოლო ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე იჯარით "არსენალს" შეუერთდა.
ნორვეგიელი ნახევარმცველი Transfermarkt.com-ზე 40 მილიონ ევროდ არის შეფასებული. მას სამეფო კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.