რა შემთხვევაში შეიძლება გადაიდოს "ელ კლასიკო" - დეტალები

რა შემთხვევაში შეიძლება გადაიდოს "ელ კლასიკო" - დეტალები

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ ოფიციალურად გაცხადდა, რომ მადრიდის "რეალის" ფრანგ მცველს, რაფაელ ვარანს კორონავირუსი დაუდასტურდა.

მიუხედავად იმისა, რომ "ბლანკოსმა" გუშინ ჩემპიონთა ლიგის მატჩი ჩაატარა და "ლივერპულიც" დაამარცხა, Tribuna.com-ზე შიშობენ, ვარანის კოვიდინფიცირებულობამ "კლასიკოს" ჩატარება არ დააყენოს საფრთხის ქვეშ.

ნათელია, რომ 25 წლის უკანახაზელს თავის თანაგუნდელებთან კონტაქტი ექნებოდა და იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო დღეებში "თეთრებში" კიდევ გამოვლინდა ვირუსის შემთხვევები, არ გამოვრიცხოთ, დიდი დაპირისპირება გადაიდოს.

გუშინდელმა ტესტებმა აჩვენეს, რომ გუნდი მერსესაიდულ გუნდთან ჯახისთვის მზად იყო, თუმცა ეს ჯერ ყველაფრის გარანტია არაა.

შეგახსენებთ, რომ მადრიდულ-კატალონიური ჯახი 10 აპრილს უნდა გაიმართოს.

5 დღის წინ
718 / 0
Luka
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ