სასიხარული ინფორმაცია "ელ კლასიკოს" წინ

სასიხარული ინფორმაცია "ელ კლასიკოს" წინ

დღეს ესპანურ მედიაში მორიგი სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა მადრიდის "რეალის" გულშემატკივრებისთვის.

როგორც ცნობილია, დღევანდელ ვარჯიშს შეუერთდა მარჯვენა დამცველი დანი კარვახალი. ესპანელმა სრული დატვირთვით ივარჯიშა და წესით და რიგით შეძლებს "ელ კლასიკოში" მონაწილეობის მიღებას.

ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც სამეფო კლუბის ვარჯიში გამოტოვა, სერხიო რამოსია, რომელსაც დიდი ალბათობით რამდენიმე კვირა გაუცდება.

მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალი" და "ბარსელონა" ჯერ კიდევ ტიტულისთვის ბრძოლაში არიან ჩაბმულნი. მადრიდული გრანდი კატალონიელებს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება , ხოლო ლიდერ "ატლეტიკოსან" 3 ქულიანი სხვაობაა.

შეგახსენებთ ასევე იმასაც, რომ "ელ კლასიკო" შაბათს, თბილისის დროით, 23:00 საათზე გაიმართება.

5 დღის წინ
2371 / 0
Sergio Ramos
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ