ზიდანმა "იუვეს" საბოლოო პასუხი აცნობა - რას აპირებს ფრანგი

ზიდანმა "იუვეს" საბოლოო პასუხი აცნობა - რას აპირებს ფრანგი

ზინედინ ზიდანის მომავალზე პრესა ისევ საუბრობს. როგორც იუწყებიან, ჯერ-ჯერობით მისი მადრიდული კარიერა გადაწყვეტილი არ არის და ბევრ გუნდს უკავშირებენ, მათ შორის მის ყოფილ გუნდსაც, "იუვენტუსსაც".

წელს "ბებერი ქალბატონი" პირლოს მეთაურობით უმძიმეს სეზონს ატარებს. გუნდმა ფაქტობრივად დაკარგა გაჩემპიონების შანსი, გამოვარდნილია ჩემპიონთა ლიგიდან. მათი ერთადერთი იმედი, რომ წელი უტიტულოდ არ დაასრულონ კოპა იტალიაა, რომლის ფინალი 19 მაისს შედგება.

პირლოს შემცვლელად იტალიურ გრანდში სწორედ ფრანგს მოიაზრებენ, მაგრამ Sky Italia-სთან ინტერვიუში ზიზუმ თქვა, რომ ამ ეტაპზე გუნდის დატოვებას არ აპირებს და მხოლოდ მადრიდის "რეალზეა" კონცენტრირებული.

"სიმართლე გითხრათ იტალია ყოველთვის ჩემს გულშია. "იუვეს" ჩემს ცხოვრებაში დიდი როლი აქვს, მაგრამ ამ ეტაპზე იქ დაბრუნებას არ ვგეგმავ. მადრიდში საქმეები კარგად მიდის და ამჟამად მხოლოდ ამ გუნდის წარმატებაზე ვარ ორიენტირებული. მომავალში რა მოხდება ვერავინ განსაზღვრავს" - ნათქვამია ფრანგის ინტერვიუში.

 

5 დღის წინ
1790 / 0
Sergio Ramos
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ