10 აპრილს, 23:00 საათზე, მადრიდის "რეალი" "ბარსელონას" დაუპირისპირდება.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ელ კლსიკოში" ესპანელი არბიტრი, მატეო ლაოსი იმსაჯებს.
44 წლის სპეციალისტი 2008 წლიდან ლა ლიგაში, ხოლო 2011 წლიდან ფიფას ტურნირებში ასპარეზობს და კლასიკოში არა ერთხელ მიუღია მონაწილეობა.
მოგახსენებთ, მადრიდელების და კატალონიელების დაპირისპირებას 2018/19 წლების სეზონზე "კოპა დელ რეის" ფინალშიც სწორედ ლაოსი არბიტრობდა.