ტურინის "იუვენტუსის" პორტუგალიელი მეგავარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს ინსტაგრამ სთორიზე დღეს "ბარსელონას" სუპერტალანტი, ანსუმანე ფატი გამოჩნდა.
"სრული სვლით წინ, ანსუ ფატი. შენ მალე დაბრუნდები. არ დანებდე!" - ვკითხულობთ ფოტოზე.
შეგახსენებთ, რომ 18 წლის თავდამსხმელს 2020 წლის ნოემბრის მერე აღარ უთამაშია და მისი ტრავმის რეაბილიტაციის პროცესი ახლაც მიმდინარეობს.