ესპანეთის ერთ-ერთი გამორჩეული რადიო Onda Cero ერლინგ ჰოლანდთან დაკავშირებით უახლეს ინფორამციას ავრცელებს.
რადიოს ცნობით, ჰოლანდის "რეალში" ტრანსფერის ერთ-ერთი მოთხოვნა გუნდში თანამემამულე მარტინ ოდეგორის დატოვება იქნება.
აღსანიშნავია, რომ "არსენალში" იჯარამდე ოდეგორი ჰოლანდის ტრანსფერის ერთ-ერთ ხელშემწყობ ფაქტორად მოიაზრებოდა.
შესაბამისად, ყველაფერი სამეფო კლუბის ხელშია. ნახევარმცველის იჯარა მიმდინარე სეზონის ბოლოს სრულდება, "ბლანკოსს" კი მისი დაბრუნების უფლება აქვს.