დორტმუნდის "ბორუსიას" ფორვარდი ერლინგ ჰოლანდი ევროპული გრანდების ყურადღების ეპიცენტრშია.
ესპანური გამოცემის "Deportes Cuatro"-ს ცნობით, ნორვეგიელი გერმანელებს მისი სურვილის შესახებ უკვე აცნობა - მას ზაფხულში კლუბის დატოვება სურს.
წყარო აქვე დასძენს, რომ ჰოლანდის ოჯახმა ესპანეთში სახლი უკვე იყიდა, თუმცა საგულისხმოა, რამდენად შეესაბემება ეს ინფორმაცია სიმართლეს.
აქვე გეტყვით, რომ მადრიდული გამოცემა "Marca"-ს ინფორმაციით, "რეალი" ნორვეგიელთან შეთანხმებასთან ახლოს არის, რაც იმას ნიშნავს, რომ "ბარსას" ერთ-ერთი მთავარი სამიზნე, შესაძლოა, "სამეფო გუნდში" აღმოჩნდეს.